ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?

3 ივნისს, UG სკოლაში  მოსწავლეებს შორის  ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

თამაშში მონაწილეობა მიიღო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა გუნდებმა, თითოეული გუნდი შედგებოდა 6 წევრისგან. 

ღონისძიება გაიხნსა პროექტის ავტორის ლუიზა ხალაძის  მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისა და ინტერესისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის ღონისძიებები დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

საბოლოოდ, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა IXბ კლასის გუნდმა, რომლებმაც გამოიჩინეს განსაკუთრებული ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარი. 

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თამაშის დასრულებისთანავე. სკოლის ადმინისტრაციამ გამარჯვებულ გუნდს გადასცა სერტიფიკატები და Cavea cinema-ვაუჩერები.

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები