UG სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით საფრანგეთსა და შვეიცარიაში 6 დღიანი სასწავლო-შემეცნებითი ტური გაიმართა.
ქალაქ ჟენევაში მოსწავლეები სტუმრობდნენ ცერნს – ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციას, – რომელიც მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც ინტერნეტის დაბადების ადგილი. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის აქტივობებში, რასაც კურირებას ცერნის CMS- ის ქართველი მეცნიერერ- მუშაკები უწევდნენ. სტუმრები ცერნის თანამშრომლებმა ფიზიკის წიგნებითაც დააჯილდოვეს.
ჯგუფმა ჟენევაში მოინახულა ეთნოგრაფიული მუზეუმი, , Patek Philippe Museum – მუზეუმი ძვირადღირებული, ფასდაუდებელი საათებით, ჟენევის ცნობილი შადრევანი – Jet d’Eau და სხვადასხვა ისტორიული ტაძრები.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს პარიზის ღირსშესანიშნაობებიც- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის, ხელოვნების უნიკალური ნიმუშებით ცნობილი მუზეუმი -სახელგანთქმული ლუვრი, პარიზის სიმბოლო- ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი,
ტურის შედეგად მათ გაიღრმავეს ცოდნა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებში და შეიძინეს ახალი საინტერესო გამოცდილება.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |