2024 წლის 7 ივნისს UG სკოლაში გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური მოვლენა - კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
ღონისძება საზეიმო ატმოსფეროში დაიწყო. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უნივერსიტეტისა და „UG სკოლის“ დამფუძნებლებმა, მანანა სანაძემ და გიული ალასანიამ. ქალბატონმა გიულიმ მადლობა გადაუხადა კურსდამთავრებულებს მათი შრომისა და მონდომებისთვის, რომელიც მათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გამოიჩინეს. ქალბატონმა მანანა სანაძემ აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულები არიან სკოლის სიამაყე და მომავალში მათი წარმატება სკოლის მიზნების რეალიზაციის საუკეთესო დასტურია.
პედაგოგებმაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მოსწავლეების განათლებაში, გულთბილი სიტყვებით მიმართეს კურსდამთავრებულებს და წარმატებები უსურვეს მომავალ კარიერულ და პირად ცხოვრებაში.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კურსდამთავრებულთა სიტყვები და მათი სახალისო ნომინაციები. მოსწავლეებმა გაუზიარეს თავიანთი მოგონებები და გამოცდილებები, რომლებიც მათ UG სკოლაში ყოფნისას დაუგროვდათ.
გილოცავთ! ჩვენ ვამაყობთ თქვენით!
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |