UG სკოლის ესპანური ენის მასწავლებლის, თეონა ალხაზიშვილის ორგანიზებით, ჩვენი სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები იმყოფებიან ესპანეთის ერთ-ერთ ლამაზ და ისტორიულ ქალაქში, სალამანკაში.
სალამანკა ცნობილია თავისი საუნივერსიტეტო გარემოთი და მაღალი აკადემიური სტანდარტებით. მოსწავლეები დილის საათებში ესწრებიან ესპანური ენის ინტენსიურ კურსს, რომელიც კვირაში 20 საათს მოიცავს. გაკვეთილები ტარდება პროფესიონალი პედაგოგების მიერ, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან უცხოელი მოსწავლეების ესპანური ენის სწავლების საკითხებში.
ენების შესწავლის პარალელურად, დღის მეორე ნახევარში მოსწავლეები ჩართულნი არიან პროგრამით გათვალისწინებულ მრავალფეროვან აქტივობებში და ექსკურსიებში. ეს აქტივობები მოიცავს სალამანკას ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, როგორიცაა უნივერსიტეტი, ახალი და ძველი ტაძრები.
ესპანეთში ყოფნის გამოცდილება არა მხოლოდ ენის ცოდნის გაღრმავებას ემსახურება, არამედ ეხმარება მოსწავლეებს პიროვნულ განვითარებაში. ახალი გარემო და კულტურული მრავალფეროვნება აძლევს მათ შანსს, განავითარონ დამოუკიდებლობის, ადაპტაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |