15 ივლისს, UG სკოლაში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ CALTECH-ის ბაკალავრიატის მიღების უფროსი ასოცირებული დირექტორი, Johanna V. Araujo, და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) წარმომადგენელი, ჯერემი ვეპრიჩი. შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის უნივერსიტეტების მიღების წესებისა და შესაძლებლობების გაცნობა, რაც მათ მომავალში დაეხმარება სწავლის გაგრძელების და კარიერული განვითარების გზაზე.
წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს CALTECH-ის ბაკალავრიატის პროგრამების შესახებ. მან აღნიშნა, რომ CALTECH გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით და ინოვაციური კვლევითი შესაძლებლობებით. ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტში მიღების პროცედურებზე, აპლიკაციის ფორმებზე, პირად სამოტივაციო წერილებზე და ინტერვიუებზე.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები Johanna-სა და ჯერემისთვის. შეკითხვები ეხებოდა არა მხოლოდ აპლიკაციის პროცესს, არამედ სტუდენტური ცხოვრების, საცხოვრებლის და კარიერული განვითარების შესაძლებლობებსაც. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და აქტიურობით მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი მოტივაციისა და მიზანმიმართულობის მაღალ დონეს.
მოსწავლეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია და რჩევები, რაც მათ დაეხმარება წარმატებით მოემზადონ CALTECH-ისა და MIT-ის, ასევე სხვა მაღალი დონის უნივერსიტეტების მიღების პროცესისთვის.
ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს UG სკოლის მიზანს, უზრუნველყოს მოსწავლეებს საუკეთესო განათლება და მომავლისთვის მომზადება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოსწავლეები გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და წარმატებით გააგრძელებენ თავიანთ აკადემიურ და პროფესიულ გზას.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |