მოხარულები ვართ, გაცნობოთ ჩვენი სტუდენტების მნიშვნელოვანი წარმატება ეროვნულ გამოცდებში. 6 მოსწავლე სახელმწიფო გრანტის მფლობელია. ანა სულხანიშვილი კი ტალინში,კერძოდ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევებით და მთელი გულით ვულოცავთ მათ ამ შესანიშნავ წარმატებას! მათმა თავდადებამ, ერთგულებამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გააგრძელებენ წარმატებულ აკადემიურ საქმიანობას და პოზიტიურ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |