UG სკოლამ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს საზეიმოდ უმასპინძლა

განსაკუთრებული დღესასწაული იყო UG სკოლის ცხოვრებაში – ჩვენი  პირველკლასელები ოფიციალურად შეუერთდნენ სკოლის დიდ ოჯახს. ღონისძიებას სიტყვით მიმართეს საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის დამფუძნებლებმა, ქალბატონებმა გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, რომლებმაც მიულოცეს მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების დაწყება და მათ წარმატებული გზა უსურვეს.

დღესასწაული გაგრძელდა "ექსპერიმენტარიუმის" შოუ პროგრამით, რომელიც შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.  ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები საზეიმოდ დასაჩუქრდნენ და პირველი ნაბიჯი გადადგეს ცოდნის გზაზე.

ჩვენი სკოლა პირველი კლასიდანვე ზრუნავს თითოეული ბავშვის განვითარებაზე, ინსპირაციაზე და მხიარულ სასწავლო გარემოზე.

UG სკოლა გისურვებთ წარმატებებს ახალ სასწავლო წელს! 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები