UG სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ მაჭარაშვილი სწავლას დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ სკოლაში გააგრძელებს

 
UG სკოლის მოსწავლემ, ნიკოლოზ მაჭარაშვილმა, წარმატებით გაიარა HMC-ის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა და სექტემბრიდან სწავლას სრულად დაფინანსებულად განაგრძობს დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კერძო სასწავლებელში — Dollar Academy-ში.
HMC პროგრამა მსოფლიოში მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და კონკურენტული შერჩევის პროცესითაა ცნობილი. ნიკოლოზმა პროგრამაში მონაწილეობით დაამტკიცა თავისი გამორჩეული აკადემიური შესაძლებლობები, მოტივაცია და საერთაშორისო გარემოში ინტეგრაციის უნარი.
UG School კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქმნის წარმატებული ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო გზას, რომელიც გლობალურ დონეზე აღიარებული მიღწევებით ივსება.



იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები