UG-სკოლის საბალეტო სტუდიის წარმატება რესპუბლიკურ ფესტივალზე

 
UG-სკოლასთან არსებული საბალეტო სტუდიის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ავთანდილ ძნელაძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ბალეტის II რესპუბლიკურ ფესტივალში „მიპატიჟება ცეკვაზე“ .
 
სტუდიის წარმომადგენლებმა სცენაზე შთამბეჭდავად და პროფესიონალურად წარმოაჩინეს თავიანთი საშემსრულებლო უნარები და დაიმსახურეს ღირსეული ჯილდოები საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის.
 
ჟიურის წევრებმა მოსწავლეები დააჯილდოვეს ლაურეატის დიპლომებით , რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებას.
 
განსაკუთრებული მადლობა საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელს, ბალეტის მსახიობსა და პედაგოგ-ქორეოგრაფს ქეთევან აბრალავას მისეული დიდი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვისა და მოტივაციისთვის .
 
ვუსურვებთ დიდ წარმატებებს ჩვენს მომავალ ბალერინებს!
 
 
 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები