UG სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროექტში – „საქართველოს მეფეები“ , რომელიც ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის დიდებულ მონარქებს.
პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ საქართველოს გამორჩეული მეფეები, მათი ისტორიული ღვაწლი და იმდროინდელი ყოფა-ცხოვრება .
ღონისძიება იყო ერთდროულად შემეცნებითი და მხიარული – სავსე აქტივობებით , რაც ბავშვებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა .
პროექტის განსაკუთრებული მახასიათებელი იყო მშობლების ჩართულობა – მათი მონაწილეობა კიდევ უფრო გაალამაზა და გაამდიდრა ჩვენი დღე.
მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს ❤️ მუდმივი მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის!
პროექტის ავტორი: ნინო იორდანიშვილი
![]() |
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა ![]() |