ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ჩვენი კურსდამთავრებულები გახდა

ოქტომბერს ზუგდიდში მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი - NASA Space Apps Challenge გაიმართა. 

ჰაკათონი, ჯიტასთან პარტნიორობის ფარგლებში, ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდა

თემაზე: “Learn, Launch, Lead!”. პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები, მენტორების დახმარებით, მუშაობდნენ რეალურ გამოწვევებზე, NASA-სა და მისი პარტნიორი სააგენტოების ღია მონაცემებზე დაყრდნობით.

წლევანდელი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ჩვენი კურსდამთავრებულები- დავით ტატუნაშვილისა და ანტონ სვარეჩევსკის, ასევე UG სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სანდრო მუჯირის გუნდი  "Skill Issue" გახდა  , რომელიც   ,Commercializing Low Earth Orbit (LEO) გამოწვევაზე მუშაობდა. გუნდმა შექმნა დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო „Sateliko“, რომელიც ქმნის ხელახლა გამოყენებადი ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას. მისი მიზანია სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ და მოაგროვონ ინფორმაცია დაბალი ორბიტის შესახებ რაკეტის გაშვების გარეშე. 

 

UG სკოლა ამაყობს ჩვენი კურსდამთავრებულებისა და მოსწავლის საერთაშორისო მიღწევით- ისინი წარმოაჩენენ ჩვენი მოსწავლეების ინტელექტს, კრეატიულობასა და სამეცნიერო პოტენციალს!  

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები