UG სკოლამ კიდევ ერთხელ უმასპინძლა საერთაშორისო განათლებაზე ორიენტირებულ მნიშვნელოვან ღონისძიებას!

 UG საერთაშორისო სკოლის სივრცეში უცხოური უნივერსიტეტების გამოფენა ორგანიზაცია LEAF-ის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების გაცნობა და მათთვის სწავლის გაგრძელების მრავალფეროვანი გზების წარმოდგენა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენს უფროსკლასელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სწავლის პირობებზე, მიღების კრიტერიუმებზე, სტიპენდიების პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკაზე.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ესაუბრათ უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეაზრებინათ მომავალი ნაბიჯები და დაგეგმონ განათლების საერთაშორისო გზა.

UG სკოლა მადლობას უხდის ორგანიზაციას LEAF და მონაწილე უნივერსიტეტებს — წარმატებული, საინფორმაციო და შთამაგონებელი დღისათვის. 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები