UG საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა გამორჩეულად თბილ და ემოციურ ღონისძიებას — შინაური ცხოველებისა და ფრინველების გამოფენას. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და ცხოველებისადმი სიყვარულის გაძლიერება.
მოსწავლეებმა სიამაყით წარადგინეს თავიანთი საყვარელი ბინადრები ძაღლები, კატები, კურდღლები, ფრინველები და თევზები. მათ არა მხოლოდ გაგვაცნეს თავიანთი მეგობრები, არამედ საინტერესო ისტორიები და მოვლის რჩევებიც გაგვიზიარეს.
ღონისძიებამ დიდი სიხარული და პოზიტიური ემოციები მოიტანა როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებსა და მშობლებისთვის.
UG საერთაშორისო სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ განვითარებას.
|
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
|