UG სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში

UG სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მიეცათ — ისინი შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ პაველ ჰერჩინსკის. შეხვედრა ინტერაქტიულ და შინაარსიან ფორმატში წარიმართა და ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებსა და ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას დაეთმო.

დისკუსიის ფარგლებში ელჩმა მოსწავლეებს გააცნო საქართველოს ევროპული გზის ძირითადი ეტაპები, ევროკავშირის ღირებულებები და ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების როლზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ახალგაზრდების ჩართულობაზე დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში.

 

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა აქტიურად დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები ევროკავშირის პოლიტიკის, გაცვლითი პროგრამებისა და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ.

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები