მათემატიკის პედაგოგთა კონფერენცია

 

 

 

 

 

17 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლამ პროფესიული განვითარების ცენტრ UG-PriEd-თან ერთად გამართა მათემატიკის პედაგოგთა კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდა თბილისის 100-მდე სკოლის მასწავლებლები. ღონისძიების მონაწილეებისთვის მოეწყო საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ შედგენილი მათემატიკის მე-5 და მე-6 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია (ავტორები კ.თავზარაშვილი, ი.ნოსელიძე, ქ.კუთხაშვილი, ნ. სვანიძე).

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სემინარი „მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“. UG-PriEd-ის ექსპერტები ნ. გაბოშვილი, ნ. სვანიძე, ნ. მახათაძე და გ.გუგულაშვილი გაუძღვნენ ჯგუფურ მუშაობას შემდეგ თემებზე:
მათემატიკური შეცდომების ზოგადი მიზეზები და მათი გამოსწორების გზები კონსტრუქტივისტული მიდგომის გამოყენებით
დიფერენცირებული სწავლების არსი და ეფექტური სასწავლო აქტივობების დაგეგმვა.
გაკვეთილის დაგეგმვა საწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საფუძვლები და განმავითარებელი შეფასება.

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები