UG საერთაშორისო სკოლაში ტრადიციული ყოველწლიური საშობაო ბაზრობა გაიმართა, რომელმაც გააერთიანა სკოლის საზოგადოება — მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და ადმინისტრაცია.
საშობაო ბაზრობაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული ნამუშევრები, საშობაო და საახალწლო დეკორაციები, კერამიკის ნაკეთობები, და სხვადასხვა შემოქმედებითი პროდუქცია. ღონისძიება გამოირჩეოდა თბილი, სადღესასწაულო გარემოთი, მუსიკითა და მრავალფეროვანი აქტივობებით.
ბაზრობის მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ საშობაო განწყობის შექმნა, არამედ სოციალური პასუხისმგებლობისა და ქველმოქმედების კულტურის გაძლიერება მოსწავლეებში. ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდს, რომელიც ზრუნავს ონკო პაციენტების მხარდაჭერაზე .
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში ემპათიის, გუნდური მუშაობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებას, რაც UG სკოლის საგანმანათლებლო ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
|
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
|