UG სკოლაში წარმატებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის — „რა? სად? როდის?“ ზამთრის ფინალური ეტაპი, რომელმაც მაღალი ინტერესითა და აქტიური ჩართულობით ჩაიარა.
ფინალურ თამაშში ერთმანეთს სკოლის სხვადასხვა კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ. მონაწილეებმა წარმოაჩინეს ლოგიკური აზროვნება, ანალიტიკური უნარები და გუნდური მუშაობის მაღალი დონე.
ზამთრის ფინალის გამარჯვებული გახდა მე-10 გ კლასის მოსწავლეების გუნდი, რომელმაც გამორჩეული შედეგი და ინტელექტუალური უპირატესობა აჩვენა.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:
მარიამ მელაძე
დემეტრე სვიანაძე
საბა ხვედელიძე
მათე ბუცხრიკიძე
მარიამ ლობჟანიძე
გუნდის კაპიტანია ალექსანდრე ორაგველიძე.
მსგავსი ინტელექტუალური თამაშები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, რაც UG სკოლის საგანმანათლებლო ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
|
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
|