UG სკოლაში სპორტის კვირეულის ფარგლებში ჭადრაკის შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი მიზნად ისახავდა სკოლის საზოგადოებაში ინტელექტუალური სპორტის პოპულარიზაციას, ლოგიკური აზროვნებისა და სტრატეგიული უნარების განვითარებას.
ჩემპიონატში მონაწილეობას UG სკოლის მოსწავლეები, მშობლები და თანამშრომლები იღებდნენ, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული მრავალფეროვნება და მეგობრული გარემო შესძინა. მონაწილეებმა საინტერესო და დაძაბული პარტიები ითამაშეს, სადაც თითოეულმა მათგანმა საკუთარი სტრატეგიული აზროვნება და კონცენტრაციის უნარი წარმოაჩინა.ტურნირის შედეგად გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები. ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები შესაბამისი საპრიზო ადგილებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტისა და ინტელექტუალური თამაშების მნიშვნელობას სასკოლო ცხოვრებაში და ხელი შეუწყო UG სკოლის საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|