UG სკოლის მოსწავლეებმა ტუნისში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალზე – “I-FEST 2026” – შთამბეჭდავი წარმატება მოიპოვეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
40 ქვეყნის 500-ზე მეტ კონკურსანტს შორის, ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად გამოირჩა გარემოსდაცვითი მეცნიერების, ინჟინერიისა და სიცოცხლის მეცნიერებების მიმართულებებით და ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.
შედეგები:
ოქროს მედალი – ხატია ჭითავა, ნიცა ვაშაკიძე, ნია ცაავა
მიმართულება: გარემოსდაცვითი მეცნიერებები
მენტორი: ირმა ყარალაშვილი
ვერცხლის მედალი – ალექსანდრე ორაგველიძე, ნუცი ივანოვი
მიმართულება: ინჟინერია
მენტორი: მედეა აბრამიშვილი
ბრინჯაოს მედალი – ელენე გონგაძე, მარიამ არაბული
მიმართულება: სიცოცხლის მეცნიერებები
მენტორი: ნინო გავაშელიშვილი
განსაკუთრებული წარმატებაა, რომ პროექტი
“Iron(III) Citrate as a Novel Eco-Friendly Coagulant for Microplastic Removal from Water”
გარემოსდაცვითი მეცნიერების მიმართულებით საუკეთესო 10 პროექტს შორის დასახელდა.
აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენი მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ კულტურულ საღამოზე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული კულტურის სილამაზე და მრავალფეროვნება.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მენტორებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|