იუჯი სკოლის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამაზე
„ბერიკაობა-ყეენობაზე" იმყოფებოდნენ.
პროგრამის მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა ქართული ხალხური დღესასწაულის ბერიკაობა-ყეენობის ისტორიული რაობის, მიზნის, სიმბოლიზმისა და ფუნქციის შესახებ. აგრეთვე, ბერიკაობა-ყეენობის, როგორც ქართული თეატრის საწყისის შესახებ. შეძლოს მსჯელობა კელტური ჰელუინის, იტალიური ფიესტასა და ქართული ბერიკაობა-ყეენობის მსგავსსა და განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე.
პროგრამა მოიცავს თბილისური ყეენობის კოსტიუმირებულ, ინტელექტუალურ თამაშობას აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალის თანხლებით. მოსწავლეები დაამზადებენ ბერიკების ნიღბებს.
სტუმრობა ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების დათვალიერებით დასრულდა.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |