UG სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით ქართული ენის კვირეული გაიმართა .
ინიციატივის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენისადმი ინტერესის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარების განვითარება და ენობრივი კულტურის ამაღლება .
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა .
I კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობის ფარგლებში სიტყვები „გამოძერწეს“ , რაც მათთვის ერთდროულად სახალისო და საგანმანათლებლო გამოცდილება აღმოჩნდა.
VI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრამები , სადაც ტექსტი და ვიზუალური ფორმა ერთმანეთთან ჰარმონიულად იყო შერწყმული, რაც მათ შემოქმედებით აზროვნებას და ენობრივ ხედვას კიდევ უფრო გაამდიდრა
V კლასის მოსწავლეებმა კი იმუშავეს ფრაზეოლოგიზმების „გაცოცხლებაზე“ და ბარბარიზმების თემაზე, რის შედეგადაც უკეთ გაიაზრეს ქართული ენის სიწმინდის მნიშვნელობა და გამართული მეტყველების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|