UG სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
UG სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიება განხორციელდა ესთეტიკური და საბუნებისმეტყველო კათედრის დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის პლაკატები, შექმნეს დედამიწის თემატიკის მაკეტები და science საგანში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
დღის განსაკუთრებულად სახალისო ნაწილი სკოლის გარე სივრცეში გაიმართა, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეთა მხარდაჭერით, პატარებმა სახეები მოიხატეს დედამიწის დღის სიმბოლოებით.