4 ივნისს UG სკოლაში XII კლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ეს იყო დღე, რომელმაც ერთად მოუყარა თავი სიხარულს, სიამაყეს, მონატრებასა და ახალი ეტაპის დაწყების მოლოდინს.
სკოლაში გატარებული წლები უამრავ მოგონებას, მეგობრობასა და მნიშვნელოვან გამოცდილებას ინახავს. ახლა კი ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ახალი ეტაპი იწყება ახალი მიზნებით, შესაძლებლობებითა და აღმოჩენებით.
გილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო, სკოლის წარმატებით დასრულებას!
გისურვებთ პროფესიულ განვითარებას, საინტერესო სტუდენტურ წლებსა და წარმატებულ მომავალს!
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|