ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს, მიშელ ხურის, რომელმაც UCMAS-ის 2026 წლის ეროვნულ ჩემპიონატზე D კატეგორიაში ჩემპიონის მთავარი პრიზი მოიპოვა!
მიშელმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა-8 წუთში 200 შეკითხვას წარმატებით გასცა სწორი პასუხი და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
UCMAS-ის ეროვნული ჩემპიონატი ყოველწლიურად აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოსწავლეს, რომლებიც მენტალური არითმეტიკის მიმართულებით საკუთარ ცოდნას, სისწრაფესა და კონცენტრაციის უნარს წარმოაჩენენ.
ასეთ კონკურენტულ გარემოში მთავარი პრიზის მოპოვება დიდი შრომის, მიზანდასახულობისა და გამორჩეული უნარების შედეგია.
ვამაყობთ მიშელის წარმატებით და ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მას, მის ოჯახსა და პედაგოგებს.
მიშელს ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წარმატებებს
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|