გაიცანით UG სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული!
სიხარულით გაცნობებთ, რომ UG სკოლის კურსდამთავრებული სალომე შენგელია სწავლას საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia ბიზნეს ანალიტიკის პროგრამაზე, 50%-იანი დაფინანსებით, გააგრძელებს.
სალომე აქტიურად ემზადებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და მისი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ UG სკოლის კურსდამთავრებულებს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისას 50%-იანი დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ.
რაც მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული განათლება და გამოცდილება ახალ აკადემიურ ეტაპზე გააგრძელონ.
ვულოცავთ სალომეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ საინტერესო, წარმატებულ და შესაძლებლობებით სავსე სტუდენტურ წლებს!
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|