ჩვენი მეორე კლასის მოსწავლეები საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამაზე „გამოსვლა ედემიდან" იმყოფებოდნენ,რომელიც პოლ სალოპეკის ამავე სახელწოდების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც მათ გარემოს აღქმასა და ამ გარემოში საკუთარი ადგილის პოვნაში უწყობდა ხელს.
პროგრამა დაფუძნებულია ლაშქრობის ინტერაქტიულ პროცესზე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო ახლო კონტაქტი დაემყარებინათ ბუნებასთან და ამით საკუთარი თავი გამოეხატათ.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |