“იუჯი” სკოლა გამოირჩევა თანამედროვე სასწავლო სისტემებში დანერგილი სწავლების უახლესი მეთოდებით, რაც მოქმედებით სწავლებას გულისხმობს. კერძოდ, მოსწავლეები პრაქტიკულად სწავლობენ ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკასა და მათემატიკას, იმიტირებითა და წარმოსახვის განვითარებით – ჰუმანიტარულ საგნებს. სკოლაში სასწავლო მიზანს ექვემდებარება ყველანაირი აქტივობა. ყოველი გასვლითი ღონისძიებაც კი დაკავშირებულია ცოდნისა და უნარების გაღრმავებასთან კონკრეტულ საგანსა თუ საგნებში.
სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და აიტი ლაბორატორიები. მაგალითად, ფიზიკასა და მათემატიკაში შესწავლილი მასალის განმტკიცება (პირველი კლასიდანვე) რობოტექნიკის გაკვეთილზე ხდება; ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე მოთხრობილ ფაქტებსა და მოვლენებს მოსწავლეები ექსკურსიებზე სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების გაცნობითა და ბუნებაზე დაკვირვებით ახერხებენ; უფროსკლასელები ზაფხულობით მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიურ გათხრებზე სამშვილდეში, ტარდება შემეცნებითი გასვლითი ტურები საზღვარგარეთის ცნობილ ლაბარატორიებსა და მუზეუმებში.
“ჩვენს სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ქართული, ბერძნული, ეგვიპტური მითოლოგია, რის საფუძველზეც ბავშვები თავად ქმნიან ისტორიულ და ზღაპრულ სამყაროს თიხის სახელოსნოში გამოძერწილი ქანდაკებების, ხის სახელოსნოში დამზადებულ ნამუშევრების მეშვეობით. თანატოლებს სთავაზობენ თოჯინების თეატრის წარმოდგენებს და აშ.
2018-2019 სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დავიწყეთ – UG სკოლა კებრიჯის რეგისტრირებული სკოლა გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლა უფლებამოსილია დანერგოს ბრიტანული სასწავლო პროგრამა სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ჩაატაროს ბრიტანული ეროვნული გამოცდები სკოლაშივე. ეს კი თავის მხრივ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ კემბრიჯის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ვინაიდან ჩვენ ბრიტანული პროგრამის პარალელურად უარს არ ვამბობთ ქართულ პროგრამაზე, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა 12 წლის შემდეგ მიიღონ როგორც ქართული სკოლის დამამთავრებელი ატესტატი, ასევე ბრიტანული სკოლის დამთავრების სერტიფიკატი”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |