UG სკოლა 20 მოსწავლეს კინგსის აკადემიაში სწავლებას უფინანსებს

 UG სკოლა ოც (20) საუკეთესო შეფასების მქონე მოსწავლეს კინგსის აკადემიაში ინგლისურის, მათემატიკის, ლიტერატურისა და პროგრამირების მიმართულებით სწავლებას უფინანსებს.კინგსის აკადემიაში მოსწავლეები იღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და თეორიულ ცოდნას. მაღალკვალიფიციური პედაგოგები უზრუნველყოფენ თქვენი შვილის მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

კინგსის აკადემიაში სწავლა შესაძლებელია 4 მიმართულებით:

პროგრამირება და ალგორითმული აზროვნება ( III – XII კლასი)

მათემატიკური ლოგიკა (II – VII კლასი)

ინგლისური ენა (II – VII კლასი)

ლიტერატურული კლუბი (II – VII კლასი).

სკოლამ, 20 საუკეთესო მოსწავლე სპეციალური ტესტირების შედეგად გამოავლინა.

 

„UG სკოლა ყოველწლიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით წაახალისოს მოსწავლეები, წელს გადავწყვიტეთ 20 საუკეთესო მოსწავლე დაგვეფინანსებინა კინგსის აკადემიის სასწავლო კურსებზე, რომელიც თანამედროვე მიდგომებისა და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების გამოყენებით ზრუნავს მოსწავლეების განვითარებაზე. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის – ისწავლონ უკეთ, გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და შესაბამისად იყვნენ უფრო მეტად აქტიურები, წარმატებულები და განვითარებულები”, – აღნიშნა სალომე ცანავამ, UG სკოლის სასწავლო პროცესის მენეჯერმა.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები