2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია და UG სკოლის ბრიტანული პროგრამების ხელმძღვანელი მანანა თევზაძე ლონდონში გამართულ Georgian Studies Day-ის ღონისძიებას დაესწრნენ.
უკვე 32 წელია ოქტომბრის ბოლო დღე საქართველოს დღეა (Georgian Studies Day) ლონდონში. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ინიციატივით, და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ეს ღონისძიება წელსაც საინტერესოდ ჩატარდა. წლევანდელი თემა იყო „საქართველო, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი – არსებული რეალობა და სამომავლო პოტენციალი“.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების მიღწევებსა და მთავარ გამოწვევებზე.
„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს რეგიონალური საგანმანათლებლო ჰაბი არა მხოლოდ საუნივერსიტეტო, არამედ სასკოლო დონეზეც. იუჯი სკოლა კი ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში დიდი როლი გვაქვს”- მანანა თევზაძე.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |