UG სკოლისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, ,,UG სამეცნიერო ფესტივალი” ჩატარდა

2019 წლის 8 ივნისს, UG სკოლისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით,  ჩატარდა  მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი სახელწოდებით ,,UG სამეცნიერო ფესტივალი”.

ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა მიიღეს: იუჯი სკოლა (თბილისი), იუჯი სკოლა (ბათუმი), სკოლა „შავნაბადა“,სკოლა „თამარიონი“, შპს ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი (საგარეჯო), შპს თელავის „ევროპული სკოლა“, სკოლა „ნანა“(გარდაბანი), ტექნიკური შემოქმედების კლუბი „ინოვატორი“, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი(ქუთაისი), სსიპ ქ.თბილისის #90 საჯარო სკოლა.

ფესტივალის დამთვალიერებლებმა იხილეს  ახალი, ინოვაციური, სანახაობრივი და საინტერესო აქტივობები. საბუნებისმეტყველო დარგების საინტერესო ექსპერიმენტების გამოფენა; სამეცნიერო კაფე; იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები; ვიდეოტური CERN-დან;

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებს შორის; მოსწავლეთა ჩართულობას კვლევით პროექტებში; სკოლების მოტივაციას, შექმნან ორიგინალური, შემეცნებითი და სახალისო ექსპერიმენტები;ღინისძიების ბოლოს UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსმა – თინათინ თოფურიამ მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.

 

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები