2020 წლის 8-9 თებერვალს, ქალაქ ჰემპშირში (აშშ), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობა UG სკოლის მე-9-10 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის სრული დაფინანსებით მიიღეს.
პირველ ეტაპზე, სკოლაში მაღალკლასელთათვის ჩატარდა შესარჩევი ტური, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში ემზადებოდნენ ფიზიკის პედაგოგების – მიხეილ და გენადი კიანების ხელმძღვანელობით.UG სკოლის მოსწავლეებმა პირველად მიიღეს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და 14 სკოლის წარმომადგენელთა შორის მე-5 საპრიზო ადგილი დაიკავეს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიზიკის ტურნირის ჟიურის შემადგენლობაში მიწვეული იყო „იუჯი“ სკოლის ფიზიკის პედაგოგი, მიხეილ კიანი.ტურნირის დასრულების შემდეგ, მოზარდები, შემეცნებითი ტურით ჰარვარდის გეოლოგიის ისტორიულ მუზეუმსა და MIT- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს სტუმრობდნენ.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |