UG სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, წიგნიერების დონის ამაღლებაა. სკოლა წლის განმავლობაში აქტიურად ატარებს სხვადასხვა კვირეულს, რომელიც ემსახურება წიგნის პოპულარიზაციას, კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება, საკომუნიკაციო უნარების, აკადემიური უნარების, სასიცოცხლო უნარების და აგრეთვე საბავშვო მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.
წარმოგიდგენთ წლევანდელი წიგნის კვირეულის შემაჯამებელ ვიდეო რგოლს სახელწოდებით "კითხვა ზღაპარს ჰგავს",სადაც ჩვენი დაწყებითი კლასების მოსწავლეები გვიყვებიან საყვარელი წიგნის პერსონაჟებზე, გვიკითხავენ ამონარიდებს ნაწარმოებიდან და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ კითხვა ნამდვილად ზღაპარს ჰგავს.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |