პანდემიის პირობებში სასწავლო წლის დაწყება და პროცესების წარმართვა, ახალი გამოწვევაა სრულიად განათლების სისტემისთვის, რაც მარტივი პროცესი არ არის და საქართველოს პედაგოგთა დიდ არმიას, სკოლების ადმინისტრაციებს ახლა განსაკუთრებული მზადყოფნის პოზიცია უჭირავს.
იუჯი სკოლის ადმინისტრაციის უფროსი- თინათინ თოფურია;
„როგორც მოგეხენებათ UG სკოლამ სასწავლო პროცესი დაიწყო 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. სწავლის დაწყებისთვის სკოლამ მოამზადა სასკოლო სივრცე ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განსაზრვრული რეკომენდაციების სრული დაცვით, წარმატებით გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებდა სასწავლო პროცესს სკოლის სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სკოლამ გასული სემეტრი საკმაოდ წარმატებულად ონლაინ რეჟიმში დახურა, ვფიქრობთ ამ ეტაპზე მთლიანად დისტანციური სწავლება გამართლებული არ არის, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში,მით უფრო რომ, სკოლას პანდემიის პირობებშიც გააჩნია ყველა ის რესურსი, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, გააგრძელოს საკლასო ოთახებში.
სამინისტროსგან ამ დროის განმავლობაში გვესმოდა, ე.წ ჰიბრიდული სწავლების მოდელის შესახებ, რომელიც მოიაზრებს დასწრებით და ონლაინ გაკვეთილების შერწყმულ ვარიანტს. თუმცა საბოლოოდ მივიღეთ სრულად დისტანციური სწავლება. ვფიქრობთ ასეთ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ზოგადად მოსწავლეების აკადემიურ წარმატებას, რომ არაფერი ვთქვათ დამატებულ ფინანსური ტვირთებზე.
ასევე შეუძლებელია ორმაგი სტანდარტების არსებობაზე თვალი დავხუჭოთ, ჩვენ ყველა რეგულაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ მაინც საჯარო სკოლებთან ერთად ერთ ქვაბში აღმოვჩნდით, მაშინ , როცა საჯარო სკოლებს ელემენტარული წყლის პრობლემა არ ქონდათ მოგვარებული.
რამდენიმე კერძო სკოლამ გამოთქვა სურვილი, განათლების სამინისტროს მივმართოთ თხოვნით, დაუშვან გამონაკლისი 1-2 კლასებზე. თუმცა ვამუშავებთ ალტერნატიულ გზებსაც, თუ როგორ შეიძლება პირველკლასელებს შევუმსუბუქოთ ის სირთულეები რაც ონლაინ რეჟიმმა გამოიწვია. „
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |