როგორც მოგეხსენებათ 15 თებერვალიდან გვეძლევა საშუალება სწავლა გავაგრძელოთ სკოლაში პირისპირ სწავლების რეჟიმში. სკოლის ადმინისტრაციამ სრულად უზრუნველყო თქვენთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების ,მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და დაკმაყოფილებულია პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი. შეგახსენებთ, რომ სწავლის დაწყებამდე სკოლის სრულ პერსონალს ჩაუტარდება კოვიდტესტირებაც.