სკოლაში ხის სახელოსნო გაიხსნა

 

 

 

 

 

 

კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში იუჯი სკოლაში ფუნქციონირებს ხის სახელოსნო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურია ზოგადად სასკოლო სივრცეში. ის არა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რაც ზოგადად ხელოვნების სწავლების ფარგლებში მოიაზრება (მოტორიკის გაუმჯობესება, სოციალიზაცია, კრეატიულობის, თვითგამოხატვის, გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება, და სხვა მრავალი სიკეთე), არამედ ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

მოსწავლეები სახალისო, შემოქმედებითი აქტივობის დროს საუბრობენ ინგლისურად, სახელოსნოს ხელმძღვანელობს native speaker-ი. ენის ათვისება არა პირდაპირი ინსტრუქციების, არამედ მისი პრაქტიკული გამოყენების გზით – თანამედროვე, თუმცა უკვე გამოცდილი მეთოდია.

,,სკოლის ხის სახელოსნოში, ჩვენ ვქმნით საინტერესო და საჭირო ნივთებს და ამავდროულად, ვსაუბრობთ ინგლისურად!” – UG სკოლის კემბრიჯის პროგრამის ხელმღვანელი მანანა თევზაძე.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები