უკვე 3 წელია UG სკოლა კემბრიჯის რეგისტრირებული სკოლაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლა უფლებამოსილია დანერგოს ბრიტანული სასწავლო პროგრამა სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ჩაატაროს ბრიტანული ეროვნული გამოცდები სკოლაშივე.
ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეათე კლასის დასრულებისთანავე აქ, სკოლაშივე დაწერონ ბრიტანული საატესტატო გამოცდა და მიიღონ ბრიტანული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა,რადგან პირველად ვიწყებთ ბრიტანულ ეროვნულ გამოცდებს ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ გამოცდების ჩატარება ჩვენ 3 წლის წინ დავიწყეთ, თუმცა დღემდე მხოლოდ სკოლის გარედან მოსული კანდიდატებისთვის.რაც შეეხება უშუალოდ გამოცდის პროცესს, გამოცდა ტარდება მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს, ზუსტად იმ დროს როცა ეს ხდება ბრიტანეთში, შესაბამისად კემბრიჯის ყველა რეგისტრირებულ ცენტრში ერთდროულად იწყება გამოცდა. მოგეხსენებათ ჩვენს ვიღებთ დალუქულ ტესტებს, და ვხსნით მათ მოსწავლეების თვალწინ, დასრულების შემდეგ კი მათსავე თვალწინ ვლუქავთ ამ ტესტებს და ვაგზავნით ბრიტანეთში, სადაც ხდება ნამუშევრების გასწორება და შედეგების გამოქვეყნება.წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს, დარწმუნებული ვარ მათ ძალებში!“ – მანანა თევზაძე,საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და ადმინისტრირების ხელმძღვანელი."
აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ ვიდეო.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |