კეთილი იყოს თქვენი მობძანება UG სკოლაში!

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო,

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ეს წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული.

განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი.

UG სკოლა ყველა პირობას ქმნის, რომ ბავშვებმა სიხარულით იარონ სკოლაში და ინტერესით ჩაერთონ სასწავლო პროცესში. სკოლა მათთვის არა მხოლოდ აკადემიური გამოცდილების, არამედ თვითშემეცნების, თვალსაწიერის გაფართოების, გლობალური ურთიერთკავშირების გაცნობიერების, ტექნოლოგიური სიახლეების შესწავლისა და თავისუფალი აზროვნების ადგილი იყოს.

გვჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის დაუფლების მეტად საინტერესო პროცესს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ წლების განმავლობაში იქნება ნაყოფიერი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში!

 

 UG სკოლის ადმინისტრაცია

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები