UG სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ნინო მირიანაშვილის ინიციატივით მე-3 კლასებში დაიგეგმა ქართული ტრადიციული კოსტუმის ელემემტების გამოყენებით ქაღალდის თოჯინების შექმნა და მათი სცენაზე გაცოცხლება . პროექტის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ ფოლკლორს, კოსტუმის კუთხით, ეპოვათ განსხვავებები მთიულურ, რაჭულ, ქართულ და აჭარულ ეთნო კოსტუმებს შორის.
შოუ-პერფორმანსი სკოლის თეატრის სცენაზე გაიმართა.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |