2021 წლის 6-12 დეკემბერს, გაიმართა კომპიტერული მეცნიერების კვირეული. ამ აქტივობის ფარგლებში საქართველო შეუერთდა მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას; 1,3 მილიარდ ადამიანს და 30,000-ზე მეტ სკოლას.
კოდის ერთი საათი ტარდება ყოველ წელს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის განმავლობაში. ღონისძიება ადმირალი გრეის მიურეი ჰოპერის, კომპიუტერული პიონერის, დაბადების დღის - 1906 წლის 9 დეკემბრის - აღსანიშნავად იმართება.
კონკურსის სახელია „კოდის ერთი საათი“. მის ფარგლებში მოსწავლეებს, ერთი კვირის განმავლობაში ეძლეოდათ სხვა და სხვა ტიპის დავალებები, რომელთა შესრულება ხდებოდა დისტანციურად. კონკურსში გამოიკვეთა მონდომებული და წარმატებული მოსწავლეები.
ჩვენი სკოლის 6-გ კლასის მოსწავლე მერაბ სამხარაშვილმა და 6-დ კლასის მოსწავლე გიორგი ნინიკაშილმა, მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კონკურსში. გადალახეს რამოდენიმე ეტაპი და გახდნენ ფინალისტები.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით პედაგოგს -ნინო წერუაშვილს გაწეული შრომისთვის.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |