UG სკოლაში, 31 მარტს ინტელქტუალური თამაშის „რა? სად ? როდის?“ გაზაფხულის სეზონი ჩატარდა.
თამაშის მიზანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ასევე
ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
თამაშში მონაწილეობას 5 გუნდი იღებდა,( მე-9,მე-10,მე-11, მე-12 კლასელების) გამარჯვება კი მე-11 კლასელების გუნდმა- ანასტასია მარღითის კაპიტნობით მოიპოვა .
ინტელქტუალური თამაში UG სკოლის გეორგაფიის მასწავლებლის, ლუიზა ხალაძის ინიციატივით იმართება.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |