2018 წლის ივლისში UG სკოლა კემბრიჯის რეგისტრირებული სკოლა გახდა, რაც იმას ნიშნავს,რომ სკოლა უფლებამოსილია დანერგოს ბრიტანული სასწავლო პროგრამა სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ჩაატაროს ბრიტანული ეროვნული გამოცდები სკოლაშივე.
2019 წლის 14 მაისს, კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში, UG სკოლაში ბრიტანული ეროვნული გამოცდები დაიწყო – 09:00-ზე პირველმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია, ხოლო 09:30 საათზე გამოცდა დაიწყო.
შეგახსენბთ, რომ UG სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ როგორც ქართული სკოლის, ისე ბრიტანული სკოლის დამამთავრებელი ატესტატი.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |