ინტეგრირებული პროექტი: ‘Invest in Our Planet’

პროექტი: ‘Invest in Our Planet’ მიზანი  ეკოლოგიურად კომპეტენტური ქცევის ფორმირება და ბუნების პატივისცემა იყო. აგრეთვე ბავშვების შემეცნებითისა და აზროვნების განვითარება;

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ფაქტობრივი და ლექსიკური  მასალის დასწავლასთან ერთად, გამოიმუშავეს ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი; 

მოსწავლეებმა  ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების თემაზე პრეზენტაცია ჩაუტარეს უმცროს კლასელებს, სადაც ისაუბრეს ეკოლოგიურ საფრთხეზე და  მათი შესაძლო პრევენციის გზებზე, რითაც განივითარეს პრეზენტაციისა და მსჯელობის უნარი. მუსიკის მასწავლებლის ჩართულობით პრეზენტაცია დაასრულდა  სახალისო მუსიკალური, საცეკვავო აქტივობებით. პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესებასთან ერთად,  განივითარეს ურთიერთთანამშრობლობის უნარები.

ხელოვნების მასწავლებლის ჩართულობით, ბავშვებმა გააფორმეს წინასწარ  მომზადელული ტექსებით შევსებული ფორმატები. ამ აქცია-პერფომანსით მოუწოდეს საზოგადოებას ეკოლოგიური ცნობიერების  მოქალაქეობრივ-ზნეობრივი კულტურის ამაღლებისაკენ.

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები