2017 წელს UG სკოლაში საფუძველი ჩაეყარა მშობლების ყოველწიურ ჩემპიონატს ფეხბურთში.
წელს, ტრადიციულად მაისის თვიდან დაიწყო შიდა თამაშები გუნდებს შორის, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები.
14 ივნისს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული „მამები“, ფინალისტებს გადაეცათ საჩუქრებიც.
ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ემსახურება,
გარდა ამისა, ჩემპიონატი ეხმარება მშობლებს უფრო აქტიურად იყვნენ ჩათულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |