UG სკოლის უნიფორმის სისტემა

·         UG სკოლას აქვს საკუთარი, ოფიციალური სასკოლო უნიფორმა.

 

·         უნიფორმა წარმოადგენს სკოლის იდენტობისა და წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს.

 

·         ფორმა მოსწავლის ყოველდღიური ჩაცმულობის სტანდარტს განსაზღვრავს და ხელს უწყობს თანასწორ გარემოს შექმნას.

 

 

 

 ფორმის ტარების ძირითადი მიზნები და სარგებელი

1) დისციპლინის განმტკიცება

·         უნიფორმა ქმნის სამუშაო, სასკოლო გარემოსთვის შესაბამის ატმოსფეროს.

 

·         ხელს უწყობს მოსწავლეთა პასუხისმგებლობისა და წესრიგის კულტურის ჩამოყალიბებას.

 

2) ადმინისტრაციისთვის პროცესის გამარტივება

·         ფორმის ტარება ამცირებს საჭიროებას, რომ ადმინისტრაციამ ყოველდღიურად გააკონტროლოს მოსწავლეთა ჩაცმულობა.

 

·         უზრუნველყოფს ერთიანობასა და სტაბილურ სტანდარტს.

 

3) ზედმეტი სოციალური ზეწოლის თავიდან აცილება

·         უნიფორმა იცავს მოსწავლეებს ზედმეტი კონკურენციისგან, როდესაც ჩაცმულობა ხდება შეფასების მიზეზი.

 

·         ამცირებს გაღიზიანებას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა სტილის ან ბრენდის ტანსაცმლის გამო.

 

4) სოციუმისა და კოლექტიურობის გრძნობის გაძლიერება

·         ერთიანი ფორმა აძლიერებს ჯგუფური ერთობისა და თანაგანზრახულობის განცდას.

 

·         ხელს უწყობს სკოლისადმი კუთვნილების გრძნობას.

 

5) სკოლის იდენტობა და მოსწავლეთა მარტივი იდენტიფიცირება

·         უნიფორმა გამოარჩევს UG სკოლის მოსწავლეებს სხვა სკოლების მოსწავლეებისგან.

 

·         უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სკოლის ტერიტორიასა და ღონისძიებებზე.

 

 

 

სად შეიძლება ფორმის შეკვეთა

·         UG სკოლის ოფიციალური ფორმები ხელმისაწვდომია იუჯი სკოლის სასწავლო ადმინისტრირების ოფისთან  სპეციალური ანკეტის შევსების შედეგად.

 

·         ანკეტის ფორმა  ინდივიდუარად ეგზავნებათ მშობლებს; მშობლები ავსებენ  ანკეტას და ფორმები მაქსიმუმ  1 თვის ვადაში ხელმისაწვდომი იქნება სკოლის მაღაზიაში.

 

·         ანკეტა იხილეთ ბმულზე: I-V კლასელების- ანკეტა

 

·         VI_VII_VIII კლასელების- ანკეტა

 

·         IX_XII კლასების- ანკეტა

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები