UG School-ის საუნივერსიტეტო მრჩეველი უზრუნველყოფს მოსწავლეების უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესის დაგეგმვას, მხარდაჭერას და კოორდინაციას. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ კონსულტირებას, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ორგანიზებას.

 

1. ინფორმაციის მოძიება და მუდმივი განახლება
 
აგროვებს და განაახლებს ინფორმაციას საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების შესახებ, მათ შორის:
მიღების მოთხოვნები,
საფასო პოლიტიკა,
სალინგვისტო მოთხოვნები (IELTS, TOEFL),
სასწავლო პროგრამები,
შიდა და გარე გრანტები/სტიპენდიები.
აკონტროლებს სამიზნე უნივერსიტეტების ვადებს, რეგისტრაციის გრაფიკებს, ცვლილებებსა და ახალ შესაძლებლობებს.
2. მოსწავლეებისთვისა და მშობლებისთვის კონსულტაციები
 
ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს მშობლებთან და მოსწავლეებთან.
ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო მიმართულების/პროფესიის არჩევაში მათი აკადემიური ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.
აძლევს რეკომენდაციებს სკოლის შიდა აკადემიური პროგრესის, შეფასებებისა და საგნების შერჩევის შესახებ.
3. აპლიკაციების მომზადება და დოკუმენტაცია
 
უზრუნველყოფს დახმარებას უნივერსიტეტის აპლიკაციის ყველა ეტაპზე:
აპლიკაციის ფორმების შევსება,
მოტივაციური წერილის კონსულტირება,
რეკომენდაციების ორგანიზება და გადაგზავნა,
დოკუმენტაციის — ტრანსკრიპტების, შეფასებების, სერთიფიკატების — მომზადება.
აკავშირებს მოსწავლეებს შესაბამის პედაგოგებთან რეკომენდაციის წერილებისთვის.
4. UG სკოლის კონფერენციებსა და საერთაშორისო პროექტებში ჩართვა
 
ეძებს და აანალიზებს საერთაშორისო კონფერენციების, სამეცნიერო ოლიმპიადების, გაცვლითი პროგრამების, საზაფხულო სკოლების შესაძლებლობებს.
კოორდინაციას უწევს მოსწავლეების მონაწილეობას:
რეგისტრაცია,
დოკუმენტების მომზადება,
საკომუნიკაციო მხარდაჭერა,
საჭიროების შემთხვევაში — წერილების მომზადება (verification letters).
UG Science Fund-თან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეების საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებასა და წარდგენას.
5. პარტნიორებთან კომუნიკაცია
 
თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, საგამოცდო ცენტრებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან UG სკოლის მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე.
მონაწილეობს საგანმანათლებლო გამოფენებსა და info-day-ებში, სადაც სთავაზობს მოსწავლეებს საინტერესო შესაძლებლობებს.
6. სკოლის შიდა პროცესებთან ინტეგრაცია
 
მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროგრესს აკვირდება სკოლის ელექტრონულ ჟურნალში, რათა სწორად დაგეგმოს აპლიკაციის სტრატეგია.
თანამშრომლობს:
საკლასო დამრიგებლებთან,
საგნობრივ მასწავლებლებთან,
სკოლის ფსიქოლოგთან (მოსწავლის კარიერული ინტერესების უკეთ განსასაზღვრად).
ამზადებს წლიურ ანგარიშებს, სტატისტიკას და მონაცემებს მოსწავლეების საერთაშორისო მიღებების შესახებ.
7. სატესტო მხარდაჭერა (IELTS/SAT/IGCSE/A Level საჭიროების შემთხვევაში)
 
მოსწავლეებს აცნობს ტესტების ფორმატს, ვადებსა და რეგისტრაციის პროცედურებს.
ეხმარება ტესტის შერჩევაში, გამოწერის პროცესში და საჭირო გამოცდების დაგეგმვაში.
საკონტაქტო: 555 141 484 დიანა ქანთარია

 

 

 




იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
Hi there! Need help? Chat with us!
გამარჯობა! დაგვიკავშირდით ჩატით!