მათემატიკა და მეცნიერება

 

მათემატიკისა და მეცნიერების სასწავლო კურსი გვთავაზობს უამრავ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მეთოდებსა და იდეებს, რაც პედაგოგს საშუალებას აძლევს სხვადასხვა აქტივობებით მოერგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში ინტეგრირებულად ინდივიდუალურ მუშაობასთან, ხელს უწყობს მოსწავლის მხრიდან პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან მიდგომებსა და ხედვებს, რაც თავისთავად მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისა და მაქსიმალური ჩართულობის გარანტია. კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლება მათემატიკისა და მეცნიერების საგნებში - გამდიდრებული პრაქტიკული სავარჯიშოებით, ექსპერიმენტებითა და აქტივობებით, საუკეთესო მეთოდია როგორც ამ უნარის განვითარებისთვის, ასევე ამ საგნების სამეცნიერო მიზნებისა და ცნებების ათვისების კუთხით, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებისთვის.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები