ვოკალი და რითმიკა

 

ყოველი დილას 8:30 საათიდან -9:00 საათამდე UG სკოლა მოსწავლეებს ხვდება მუსიკით და ყოველი მუსიკითვე აცილებს მათ. წინასწარ გამოცხადებული კვირის თემების მიხედვით, მთელს შენობაში გაისმის სვინგი, ჯაზი, ბლუზი, როკი თუ გოსპელი... მუსიკა თერაპიაა, გემოვნებაა, აღმაფრენაა და თავისუფლების ჟინია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის.  მუსიკასთან ზიარება მოსწავლეს უვითარებს შემოქმედებით უნარებს, ეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში, თვითგამოხატვასა და განვითარებაში. 

პირველივე კლასიდან ვმუშაობთ:

1.მუსიკალური სმენისა და რიტმის გრძნობის განვითარებაზე; 

2.ვსწავლობთ სიმღერებს; 

3.ვეცნობით მუსიკალურ ჟანრებს, ეპოქებს. ვისმენთ მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს;

4.ვეუფლებით სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს;

ჩვენი კათედრა მიიჩნევს, რომ სკოლის ბაზაზე მოსწავლე უნდა სწავლობდეს მუსიკალური ინსტრუმენტების ენას, ისე, რომ მოყვარულის დონეზე მისთვის შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ნაწარმოების ნოტების გარჩევა და დაკვრა. დაწყებით კლასებში ვიწყებთ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლას, ვაგრძელებთ უკულელეთი, გიტარით, დრამით. კლასის გარეთ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაწევრიანდნენ სკოლის გუნდში და ბენდში, მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე სასკოლო მუსიკალურ ღონიშძიებებში.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები