სპორტი

 

სკოლა სპორტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გარდა სხეულის სიჯანსაღისა, სპორტული აქტივობების მეშვეობით სკოლა ცდილობს, მოზარდი ემოციურად გააძლიეროს. 

ემოციური ინტელექტი მოსწავლეს ეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში, აძლევს საშუალებას, მეტად კონცენტრირდეს სწავლაზე და მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს. 

ჯანმრთელობის განმტკიცება და სპორტის მეშვეობით მოსწავლეში ნებისყოფის განვითარება არის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია.

პირველ და მეორე კლასელებს სასწავლო პროგრამაში, უხვი თეარტალური და საგნობრივი დადგმებიდან გამომდინარე, სავალდებულო სპორტული წრის სახით სპორტული  და ქართული ცეკვები, ხოლო გონებრივი და ემოციური განვითარებისათვის ჭადრაკი აქვთ ჩასმული. ჭადრაკი სავალდებულოა მე-4 კლასის ჩათვლით, ხოლო სპორტული ცეკვების ნაცვლად მესამე კლასიდან მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა: 

1. კალათბურთი 

2. ფეხბურთი 

3. ფრენბურთი 

4. ჩოგბურთი 

5. მაგიდის ჩოგბურთი 

6. კარატე 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები