ისტორია და არქეოლოგია

UG - სკოლაში  საფუძვლიანად ისწავლება, როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს ისტორია. გარკვეული თემებიდან გამომდინარე სკოლის აღსაზრდელებსა და მოზარდებს უტარდებათ პრაქტიკული და გასვლითი ღონისძიებები. მაგალითად არქეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით მოსწავლეები დადიან ორ დღიან გასვლით ექსკურსიებზე კარვებით ისტორიულ ადგილებში, უტარდებათ იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, სწავლობენ თიხის ჭურჭლის რესტავრაციას, ამზადებენ ქვის ხანის იარაღებს, სტუმრობენ სახლ მუზეუმებს . გარდა ამისა წელიწადში რამდენჯერმე ტარდება სამეცნიერო ტურები საზღვარგარეთ, რაც გულისხმობს მსოფლიო მუზეუმებისა და ტექნიკური ლაბორატორიების სტუმრობას როგორიც არის ლუვრი - საფრანგეთში, კოპერნიკი და შოპენის სახ-მუზეუმი - პოლონეთში, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ცერნის ლაბორატორია შვეიცარიაში . UG სკოლა, ასეთი სწავლება მიზანმიმართულია ახალგაზრდების ჰარმონიული განვითარებისაკენ, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური და სულიერი პოტენციალის სრულად გამოვლინებისაკენ. 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 99 29 21;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები