პროგრამირება და ტექნოლოგია

პროგრამა – „ელექტრონიკა და პროგრამირება“, განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლისათვის , განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა და საბასიზო ცოდნის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ფიზიკა, ელექტრონიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, რობოტექნიკა და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში, სადაც აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ და განავითარონ თავიანთი პროექტები და იდეები. სწორედ, ასეთი გზით იქმნებოდა პირველი კომპიუტერები და უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე რეალობას.

კურსი მოიცავს ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საფუძვლებს, მიკროკონტროლერების პროგრამირების საწყისებსა და ზოგადი ფიზიკის მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის.

თითოეული გაკვეთილი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით და დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, რომელთაც განსახილველი თემიდან გამომდინარე ეთმობა საგაკვეთილო დროის განსხვავებული ხანგრძლივობა. სწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ სპეციალურად შექმნილ სახელმძღვანელოებს და სასწავლო მასალებს. თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქტიული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის მკვლევარი/გამომგონებელი და დაინტერესებულია ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესის თითოეულ კომპონენტში. 

ყოველი მოსწავლე აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 99 29 21;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები